წალკაში ჩასახლებულ აჭარელ ეკომიგრანტებს ბერძნები სახლების დაცლას სთხოვენ

წალკაში ჩასახლებულ აჭარელ ეკომიგრანტებს ბერძნები სახლების დაცლას სთხოვენ

აჭარიდან წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტები შესაძლოა საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩნენ. საბერძნეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ბერძნები საქართველოში ბრუნდებიან და წალკაში მათ საკუთრებაში არსებული სახლების დაცლას აპრილის ბოლომდე ითხოვენ. რამდენიმე ეკომიგრანტის ოჯახმა მესაკუთრეების მოთხოვნით სახლი უკვე დაცალა, დანარჩენებიც ხელახალი დევნილობის მოლოდინში არიან.

ბუნებრივი კატასტროფების გამო მთიანი აჭარიდან მოსახლეობის განსახლება 1997 წლიდან დაიწყო. 2006 წლამდე ქვემო ქართლში, წალკის რაიონის 14-მდე სოფელში დაახლოებით 2 700 ოჯახი ჩასახლდა. სტიქიით დაზარალებულებმა ძირითადად ბერძნების მიერ მიტოვებული სახლები დაიკავეს. აჭარელ ეკომიგრანტებს არც მიწის ნაკვეთები აქვთ. 2005 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყველა ოჯახს საჩუქრად თითო ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა, თუმცა ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტის ნაჩუქარი ნაკვეთები დასახლებული პუნქტიდან ძალიან შორს არის,  უხარისხო მიწაა და მოსავალი არ მოდის. გაურკვეველ მომავლის მოლოდინში მყოფი ეკომიგრანტები დახმარებას ითხოვენ.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა