თელავის რაიონის კიდევ სამი სოფელი დაისეტყვა

თელავის რაიონის კიდევ სამი სოფელი დაისეტყვა

რუისპირის გარდა დღეს თელავის რაიონის კიდევ სამი სოფელი დაისეტყვა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, წინანდალში, კისისხევსა და კონდოლში ძლიერი სეტყვის შედეგად ხეხილის, ძირითადად კი, ატმის ბაღები განადგურდა .

ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. აღნიშნულ სოფლებში სეტყვის საფარმა ზოგან 7-8 სმ-ს მიაღწია. ადგილობრივების თქმით, სტიქიამ ახლად აყვავებულ ატმებს ყვავილი და კვირტები დააცალა, რამაც შესაძლოა ხეები გაახმოს.

ამასთან, თელავის რაიონის გამგეობაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც ზარალის დათვლას დილიდან შეუდგება.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა