ბარაკ ობამა მიშელმა საძინებლიდან გამოაგდო

ბარაკ ობამა მიშელმა საძინებლიდან გამოაგდო

კალიფორნიის იუსტიციის მინისტრის, 48 წლის კამალა ჰარისის გამო აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. ბარაკ და მიშელ ობამებს ცალ-ცალკე საძინებლებში სძინავთ.

მიშელი განრისხდა, როდესაც მისმა მეუღლემ კამალა უამრავი კომპლიმენტით აავსო. რამდენიმე დღის წინ კალიფორნიაში ბარაკმა საზოგადოებას კამალა წარუდგინა და განაცხადა, რომ ჰარისი "ბრწყინვალეა. ის ქვეყანაში ყველაზე მიმზიდველი იუსტიციის მინისტრია და ეს სიმართლეა". მოგვიანებით ობამამ ბოდიში მოიხადა, მაგრამ ცოლის გულის მოგება ნამდვილად გაუჭირდება.

როგორც წყარო ამბობს, მიშელმა მეუღლე საძინებლიდან გააგდო და განუცხადა, რომ შეუძლია ტახტზე დაიძინოს, ან ძაღლის სახლში.

"მიშელი დუღს. ის ფიქრობს, რომ ბარაკმა კონტროლი დაკარგა და ბილ კლინტონივით სისულელეებს ჩაიდენს", - წერს ვებსაიტი Showbizspy.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აშშ-ის პირველი ლედი ეჭვიანობს. შარშან მიშელ ობამას ტელეწამყვან ოპრა უინფრისთან უთანხმოება ქონდა. მიზეზი ეჭვიანობა იყო - მიშელს მიაჩნია, რომ უინფრის მეტისმეტად დიდი გავლენა აქვს მის მეუღლეზე. ეჭვიანობის ნიადაგზე მიშელმა ოპრას პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლა აუკრძალა.

ცოტა ხნით ადრე კი მიშელმა თეთრ სახლში მისვლა აუკრძალა მსახიობებს, სკარლეტ იოჰანსონსა და კერი ვაშინგტონს. პირველი ლედი იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ გოგონები ღიად "ეფლირტავებოდნენ" პრეზიდენტს.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს