გიორგი გაბედავა: "მაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალები ოჯახებს არიდებენ საქართველოს"

გიორგი გაბედავა: "მაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალები ოჯახებს არიდებენ საქართველოს"

როგორც ცნობილია, 14 აპრილს სპორტის სასახლეში დაანონსებული აქცია - "რეჟიმი უნდა გასამართლდეს" გადაიდო და 21 აპრილს ჩატარდება. რატომ მიიღეს ორგანიზატორებმა აქციის გადადების გადაწყვეტილება, ამ საკითხზე ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი გაბედავა საუბრობს.

- რატომ გადაიდო აქცია?

- პირველ რიგში გვაქვს ინფორმაცია, რომ 19 აპრილის ხალხი გეგმავდა პროვოკაციას. მიზეზი იყო ისიც, რომ არ გვქონდა საშუალება გარეთ დაგვეყენებინა მონიტორები - ვერ ვასწრებდით. ახლა ყველაფერი რიგზეა - 21 აპრილს მონიტორები იქნება სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ანუ გარეთაც შეეძლება ხალხს იმის ნახვა და გაგება, რაც შიგნით მოხდება. 19 აპრილი ჩავლილი იქნება. ყრილობა 14 -ში რომ გამართულიყო და 19 -ში ვინმეს ჩვენი სახელით აეტეხა ჩხუბი, ეს უკვე ჩვენ დაგვბრალდებოდა. ამიტომ მოვერიდეთ პროვოკაციას და თავიდან ავიცილეთ ის საშიშროება, რასაც უნდა მოელოდე ნაციონალებისგან, რომლებმაც ასიათასობით ადამიანი გაამწარეს.

- როგორ ფიქრობთ, რა სიურპრიზი აქვს ვანო მერაბიშვილს?

- სავარაუდოდ, ბინძური პროვოკაცია იქნება. ყველას ვეუბნები, რომ რაც არ უნდა დიდი პროტესტი ჰქონდეთ ახალი ხელისუფლების მიმართ, არ მივიდნენ იქ, რადგან სწორედ ამას ელოდებიან ნაციონალები და მგონია, რომ ხალხი არ მივა. ისიც შეიძლება, რომ ერთმანეთში იჩხუბონ, თითქოს ხალხი დაესხა თავს.

- თქვენი აზრით, პროვოკაციები იგეგმება?

- ამის საფუძველი არსებობს, რადგან მაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალები ოჯახებს არიდებენ საქართველოს. ისიც გავიგე, რომ იარაღის გამოყენებაზეც ჰქონიათ საუბარი. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ერთი ქართველის სისხლიც რომ დაიღვაროს, არავის არ ვაპატიებთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა