ინდოელების გამოჩენისთანავე დიცელებს 500 თბილისელს კახა კუკავა დაახმარებს

ინდოელების გამოჩენისთანავე დიცელებს 500 თბილისელს კახა კუკავა დაახმარებს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა და უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე გორის რაიონის სოფელ დიცში ჩავიდნენ და სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ. სოფელში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ინდოელებზე გასხვივებას აპროტესტებენ. კახა კუკავას თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ინდოლები კვლავ გააგრძელებენ მუშაობას, თბილისიდან 500 -მდე აქტივისტი კოლონის სახით ჩავა და სოფლის მოსახლეობასთან ერთად მათ მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემს.

ამასთან, კუკავა დაპირდა ადგილობრივებს, რომ პარლამენტს წარედგინება კანონპროექტი, სადაც საუბარი იქნება იმაზე, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მიწები უცხოელებზე არ გაიყიდოს. ეს იდეა სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას მოეწონა და ისინი მას თანადგომას დაპირდნენ.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა