ონისე გერგედავა - "აქციის ბოლოს ბატონი როლანდიც მოვიდა. ჩამეხუტა თაფლიანს და მითხრა: არ გაცივდეო"

ონისე გერგედავა - "აქციის ბოლოს ბატონი როლანდიც მოვიდა. ჩამეხუტა თაფლიანს და მითხრა: არ გაცივდეო"

"აქციის ბოლოს ბატონი როლანდიც მოვიდა. ჩამეხუტა თაფლიანს და მითხრა: არ გაცივდე, ჩაიცვი დღეს გეყოფაო", - ამის შესახებ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი ონისე გერგედავა წერს. უამინდობის მიუხედავად, სასამართლო პროცესის დღეს 34 წლის ონისე გერგედავა ტანზე იხდის, თაფლს ისვამს და ღია ცის ქვეშ ჯდება. ის ამ ფორმით ბაჩო ახალაიასადმი სოლიდარობას გამოხატავს. ონისე ახალაიას მხარდასაჭერად გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოშიც იმყოფებოდა, სადაც მორიგი პროცესი გაიმართა.

"აქციის ბოლო დღეს ბატონი როლანდიც მოვიდა. ჩამეხუტა თაფლიანს და მითხრა: არ გაცივდე, ჩაიცვი დღეს გეყოფაო. წვიმდა და სიცივისგან კბილებს ვარახუნებდი. მაგრამ ავუხსენი, რომ ღმერთს დავუთქვი: ისე გამაძლებინოს, როგორი მართალიც ბაჩოა ამ საქმეში. რაღაც მაძლიერებს, თორემ შეიძლებოდა პირველივე დღეებში გავცივებულიყავი ამ საშინელ ამინდებში. წელს უკვე 42 ადამიანია ვირუსით გარდაცვლილი. ეს მეშვიდე დღეა, რაც აქ ვდგავარ მარტის წვიმაში და ქარში. მზისგანაც საშინელი დამწვრობა მივიღე. ჟურნალისტები არ დაინტერესებულან ამით. მონურ-კარიერისტული სული რეჟიმის განაწყენებას ერიდება. ღმერთმა შემაძლებინა, რომ ბოლომდე გამეძლო და თავადაც დავრწმუნდი ბაჩოს სიმართლეში.

ბევრმა ვერ გაიგო, რომ ჩემი აქციით, საკუთარი თავი კი არა ბაჩო გავაიგივე ცოტნეს გმირობასთან. ვინც თანამებრძოლი გასაჭირში არ მიატოვა, ვინც მასზე გავრცელებული უსამართლო და უსინდისო ჭორებისთვის გადაწვიტა თვითონ გაეცა პასუხი, ოღონდ სხვა არ დაზიანებულიყო და თვითონ დასჯილიყო უსამართლოდ ამისთვის, ვინც მივიდა და თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. ვისაც საქართველოს სიყვარულის გარდა ვერაფერს უმტკიცებენ. კაცი, რომელმაც ცოტნეს გმირობა გაიმეორა, ბაჩო ახალაიაა 21-ე საუკუნის ცოტნე დადიანი! ალბათ არის ამაში რაღაც გენეტიკური", - წერს გერგედავა.

ონისე გერგედავა გალის რაიონიდან დევნილია. წლების განმავლობაში საქართველოში არ უცხოვრია და მხოლოდ ახლახან დაბრუნდა. სპორტსმენია და საკმაოდ წარმატებულიც - როგორც თავად აცხადებს, რამდენიმე ტურნირის გამარჯვებულია კრივსა და წესების გარეშე ბრძოლაში. მისივე თქმით, სოლიდარობის ეს უჩვეულო ფორმა ქვეყანაში არსებული უსამართლობის გამოძახილია, რადგან დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის სტილი XIII საუკუნის საქართველოს აგონებს, როდესაც ქვეყანა მონღოლების ზეწოლის ქვეშ იყო.

ასევე იხილეთ:

ბაჩო ახალაიასადმი სოლიდარობის ნიშნად მამაკაცი გაშიშვლდა და თაფლი წაისვა

"დროზე მოდით გონს ქართველებო" - სოც.ქსელების "ცოტნე დადიანი" გვაფრთხილებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს