ახმეტის გამგეობაში იანვრიდან 8 აპრილამდე 48 ადამიანი გაათავისუფლეს

ახმეტის გამგეობაში იანვრიდან 8 აპრილამდე 48 ადამიანი გაათავისუფლეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, 2013 წლის 1 იანვრიდან 8 აპრილამდე 48 საჯარო მოსამსახურე გათავისუფლდა. აქედან 20 თანამშრომელი შტატების შემცირების მიზეზით გამგებელმა გაათავისუფლა, 28 ადამიანმა კი სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ტერიტორიული ორგანოების სპეციალისტების ნაწილმა და რამდენიმე სამსახურის თანამშრომელმა. მათ შორის არიან ახმეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის ცოლისდა, მაგდა ლაგაზაური და ახმეტის მაჟორიტარის ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილი ბერდია ზვიადაური.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა