დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, ჯერედ კაშნერი მშობლები მეორედ გახდებიან. ოჯახის ახლობელის თქმით, ბავშვი შემოდგომაზე გაჩნდება.
ტრამპსა და კაშნერს ქალიშვილი, არაბელა როუზი უკვე ჰყავთ. ივლისში ბავშვი ორი წლის გახდება. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში დონალდ ტრამპის 31 წლის ქალიშვილმა აღიარა, რომ სამი ან ოთხი შვილი სურს.
დედობა მისთვის პრიორიტეტია. თუმცა, ვარსკვლავი დედა კარიერის აწყობასაც ასწრებს.
ივანკა და ჯერედი 2009 წლის 25 ოქტომბერს დაქორწინდნენ, არაბელა როუზი კი 2011-ში დაიბადა.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.