გორის წვევამდელთა დიდ ნაწილს არადამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობა აქვს

გორის წვევამდელთა დიდ ნაწილს არადამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობა აქვს

გორის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მონაცემებით, 2012 წლის განმავლობაში გორის რაიონიდან შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში 1126 წვევამდელი გამოცხადდა, საიდანაც სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, მხოლოდ 610 წვევამდელი ჩაირიცხა. დანარჩენი 516 წვევამდელიდან, მაგალითად, 247 პირი სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, დანარჩენი - დაიწუნეს. 17-მა პირმა კი გადავადების მოსაკრებელი გადაიხადა. ისინი 1995 წელს დაბადებულები არიან. რაც შეეხება რეკრუტებს, 2012 წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში სათანადო მიმართვის საფუძველზე სულ 197 რეკრუტი გაიწვიეს.

2013 წლის საგაზაფხულო გაწვევისთვის, 1996 წელს დაბადებულ პირების რაოდენობა წვევამდელების სახით 106 -ია. ჯერჯერობით, უცნობია, აქედან რამდენი მოხვდება ჯარში.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა