ჰოლანდიის კაფეში კანაფის მაიონეზს გაყიდიან

ჰოლანდიის კაფეში კანაფის მაიონეზს გაყიდიან

ჰოლანდიის კაფე Manneken Pis-ის ქსელში კანაფის მაიონეზს გაყიდიან. მაიონეზი მენიუში კარტოფილი ფრის სოუსის სახით გამოჩნდება. ქსელის მფლობელები აღნიშნავენ, რომ მაიონეზი კანაფის ძირითად აქტიურ ნივთიერებას - ტეტრაჰიდროკანაბინოლს არ შეიცავს, ამიტომ სოუსს კანაფის მხოლოდ გემო და სუნი ექნება.

Manneken Pis-ის ქსელი სამი ქუჩის კაფისგან შედგება, რომელთაგან ორი უტრეხტში, ერთი კი ამსტერდამში მდებარეობს.

ნიდერლანდებში მარიხუანა აკრძალულია, მაგრამ Coffeeshop-ებისთვის გამონაკლისი არსებობს: მათ უფლება აქვთ ერთ ადამიანს ხუთ გრამამდე კანაფი მიჰყიდონ. ამასთან, ასეთ დაწესებულებებს რეკლამირების უფლება არ აქვთ. 2013 წლიდან მათ ბალახის მიყიდვა მხოლოდ 18 წელზე უფროსი პირებისთვის შეუძლიათ. სულ ნიდერლანდებში 700 Coffeeshop-ია.

მომზადებულია Agence France-Presse-ს გაყიდიან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს