ქუთაისის საკრებულომ მერი თანამდებობიდან გადააყენა

 ქუთაისის საკრებულომ მერი თანამდებობიდან გადააყენა

ქუთაისის საკრებულომ ქუთაისის მერის, ბესიკ ბრეგაძის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა, 5 კი წინააღმდეგი იყო. შესაბამისად, ქუთაისი ამ დროისთვის მერის გარეშეა დარჩენილი.

სხდომა ხმაურით წარიმართა და მას იმერეთის გუბერნატორიც ესწრებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნიც ჩართეს და კარიკატურა გამოიტანეს, რომელზეც იმერეთის ვიცე-გუბერნატორობიდან რამდენიმე დღის წინ გადამდგარი გოჩა თევდორაძე იყო გამოსახული.

იმპიჩმენტთან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა ყოფილმა მერმა ბესიკ ბრეგაძემ. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ მას დასვენების საშუალება მიეცემა. დარჩება თუ არა პოლიტიკაში, ბრეგაძე არ აკონკრეტებს.

დღესვე შეიქმნა კომისია, რომელიც ახალი მერის კანდიდატურის შერჩევაზე იმუშავებს. ქუთაისს ახალი მერი, სავარაუდოდ, თვის ბოლოს ეყოლება.

მერის იმპიჩმენტის საკითხი "ქართულმა ოცნებამ" და იმ დეპუტატებმა დააყენეს, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია რამდენიმე დღის წინ დატოვეს.

მერობის ერთ-ერთ კანდიდატად სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე განიხილება, რომელსაც ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა