ფეხსაცმლის საიდუმლო, 7 ფსიქოლოგიური ასპექტი

ფეხსაცმლის საიდუმლო, 7 ფსიქოლოგიური ასპექტი

ფსიქოლოგების აზრით, ფეხსაცმელს პატრონზე ბევრი საიდუმლოს გაცემა შეუძლია. მეცნიერებმა ამოირჩიეს ქალის ყველაზე პოპულარული ფეხსაცმელი და მათი მფლობელის დახასიათებას შეეცადნენ.

• მოკასინის მფლობელი საკუთარი საქმის პროფესიონალია. თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ არც გარშემო მყოფებს ეუბნება დახმარებაზე უარს. მეტიც, სხვების საქმეებს ადვილად აგვარებს, ვიდრე თავისას.

• ის, ვინც ზამთარში უპირატესობას "უგის" ანიჭებს, მოდის ტენდენციებში კარგად ერკვევა, მაგრამ მას "ბრმად" არ მისდევს. იცვამს იმას, რაც მოსწონს. აქვთ თავისი სტილი და ყველა საკითხზე საკუთარი მოსაზრება. ამასთან, სახალხო გამოსვლებსა და ყურადღების ცენტრში ყოფნას ერიდება.

• თამამი მანდილოსანი "ბოტფორდებს" იცვამს. აქვს კარგი ინტუიცია და სიტუაციას სათანადოდ აფასებს. თუმცა, ემოციურია და დასამშვიდებლად დიდი დრო სჭირდება. რომანტიკული ნაკლებად არის და არც უცხო ადამიანებთან იხსნება ბოლომდე. სამაგიეროდ, მიზანს ადვილად აღწევს.

• მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ქალს მეტ მიმზიდველობას ანიჭებს. ის სექსუალურია და საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებაც მოსწონს. ამასთან, ბავშვივით უსუსური ხდება, როცა საქმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას ეხება და ხშირად საჭიროებს გაგებით მოპყრობას.

• დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარული ქალბატონი ამბიციურია, იცის საკუთარი შესაძლებლობები და დასახული მიზნისაკენ თამამად მიიწევს. ხშირად სხვების კეთილდღეობაზეც ისევე ზრუნავს, როგორც თავისაზე. ამასთანავე, საქმის სხვებისთვის გადაბარება და მათზე უფროსობაც მოსწონს. ამაყია, როცა გარშემო მყოფები აფასებენ. მის ირგვლივ ყოველთვის კომფორტისა და სიმყუდროვის შეგრძნება ისადგურებს.

• კედებისა და ბოტასის მოყვარული ერთდროულად რამდენიმე საქმეს არის შეჭიდებული და ყველას წარმატებით ასრულებს. სხვების მიმართაც ისეთივე მომთხოვნია, როგორიც საკუთარი თავის მიმართ. სიმშვიდეს ცუდად იტანს, მის გარშემო მუდამ მხიარულება უნდა იყოს. მოსწონს საინტერესო ადამიანებთან ლაპარაკი. ადვილად ეგუება ცვლილებებს. დაუდევრობის გამო გრანდიოზული იდეების განხორციელებაზე უარს ნუ ეტყვით.

• ქალი, რომელიც სანდლით დადის, მუდამ მზად არის სხვების დასახმარებლად, მაგრამ თავადაც სულ იმის მოლოდინშია, რომ მის პრობლემებს სხვა შეითავსებს და მოაგვარებს. უყვარს მოგზაურობა, ფილოსოფიური ლაპარაკი, მაგრამ სახლშიც ხშირად იკეტება, რის გამოც მელანქოლიაში ვარდება.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს