ბიძინა ივანიშვილს კანცელარიაში პირადი საპირფარეშო მოუწყვეს?

ბიძინა ივანიშვილს კანცელარიაში პირადი საპირფარეშო მოუწყვეს?

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი კანდელაკი მთავრობის კანცელარიაში არსებული ტუალეტის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის პირად საპირფარეშოდ იქცა. ამის შესახებ კანდელაკი "ფეისბუქზე" წერს.

"ვარ საქართველო-აშშ სტრატეგიული ქარტიის დემოკრატიის სამუშაო ჯგუფზე, რომელიც იმართება მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომათა დარბაზში. კარგი დისკუსიაა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ყავის შესვენების დროს ქართველმა და ამერიკელმა მონაწილეებმა აღმოვაჩინეთ, რომ დარბაზის უკან არსებული ტუალეტი, რომელიც ყოველთვის ღია იყო, დაულუქავთ - პრემიერის პირადი ტუალეტი გამხდარა, რის გამოც ყველა დისკომფორტში აღმოჩნდა. ბატონო ბიძინა, დაგვიბრუნეთ წართმეული ტუალეტი!" - წერს კანდელაკი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს