ფოთში 28 ათასი კგ კამეჩის გაყინული ხორცით დატვირთული კონტეინერები დააკავეს

ფოთში 28 ათასი კგ კამეჩის გაყინული ხორცით დატვირთული კონტეინერები დააკავეს

ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, შემოსავლების სამსახურმა, ინდოეთიდან შემოტანილი 28 ათასი კილოგრამი კამეჩის გაყინული ხორცით დატვირთული კონტეინერები დააკავა.

როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისას აღმოჩნდა, რომ საქონლის შეფუთვებზე არ არის დატანილი მარკირება. შეფუთვების გახსნისას კი, სასაქონლო პარტიის ნაწილზე აღმოჩნდა მეორე შეფუთვა, სადაც დატანილია სხვა მწარმოებლის მარკირება და მასში კამეჩის გაყინული ხორცის მაგივრად აღმოჩნდა კამეჩის გაყინული გული, რომელზეც არ არის მითითებული წარმოებისა და ვარგისიანობის ვადები.

საქონლის ორგანოლეპტიკური შემოწმების პირველადი შედეგებით, საქონლის ფერი არ არის დამაკმაყოფილებელი. საქართველოს მთავრობის #429 დადგენილების თანახმად, მავნებელი სურსათი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.

საქართველოს იმპორტის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, 2 აპრილს, შემოსავლების სამსახურმა, ინდოეთიდან შემოტანილი 56 ათასი კილოგრამი კამეჩის გაყინული ხორცის ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა