ვინ და რატომ მოუწოდებს ხალხს პატრიარქის სახელით 18 აპრილის აქციაზე წასვლას

ვინ და რატომ მოუწოდებს ხალხს პატრიარქის სახელით 18 აპრილის აქციაზე წასვლას

გორის რაიონის სოფლების მოსახლეობას საქართველოს სახალხო დარბაზის სახელით თბილისში, რუსთაველის მოედანზე 18 აპრილს ეპატიჟებიან. სოფელ ტირძნისში მცხოვრები ყოფილი პოლიტპატიმარის, ადვოკატ მარიამ იველაშვილის განცხადებით, მას სახალხო დარბაზის წევრებმა ბროშურები და ანკეტები გადასცეს, შემდეგ კი სთხოვეს, რომ პატრიარქის სახელით ადგილობრივი მოსახლეობა 18 აპრილის აქციაზე მიეპატიჟებინა. გორიდან ჩასულ მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე უნდა გაეთენებინა და 19 აპრილს, გამთენიისას დაბრუნდებოდნენ რეგიონში.

მარი იველაშვილმა 6 აპრილიდან თითქმის 4 სოფელი მოიარა, შეხვდა მოსახლეობას. შემდეგ დაუკავშირდა გორის ეპარქიის წარმომადგენლებს, ინფორმაცია გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ პატრიარქის სახელის გამოყენებას სახალხო დარბაზის წევრები უსაფუძვლოდ სთხოვდნენ.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა