კაცი 4 წელია, ირმის ნიღბით დადის

კაცი 4 წელია, ირმის ნიღბით დადის

ჩინელი მხატვარი და დიზაინერი, 32 წლის ლუო დანი 4 წელია, ირმის ნიღბით დადის. ხელოვანი ირწმუნება, რომ ამ ნიღბის წყალობით, შინაგანი სიმშვიდე მოიპოვა და ცხოვრებას ცხოველის თვალით შეხედა.

"ვფიქრობ, ირემი მორჩილი ცხოველია. პირველად ეს ხერხი 2009 წელს ვცადე და ქუჩაში გავედი. შინაგანი ჰარმონია და სიმშვიდე დამეუფლა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ირემი ვარ", - ამბობს ლუო.

ხელოვანი ნიღბით დადის ყველგან - საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შოპინგზე, სტუმრად მეგობართან, საკუთარ სახელოსნოსა თუ გალერეაში. ლუო ამბობს, რომ ქუჩაში ყველას ყურადღებას იპყრობს, თუმცა მხატვარს მათი გაოცებული გამომეტყველება არ აღელვებს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს