სტომატოლოგმა პაციენტი უკბილოდ დატოვა

სტომატოლოგმა პაციენტი უკბილოდ დატოვა

ინდიანაპოლისში, კბილის ექიმთან მისულ მამაკაცს, პროცედურის დასრულების შემდეგ უსიამოვნო ამბავი ელოდა. აუტისტი ახალგაზრდა, რომელსაც 3 კბილის ამოღება სურდა, უკბილო დარჩა. დაზარალებული კრისტოფერ კრისტის ოჯახის განცხადებით, ექიმმა პაციენტს გამაყუჩებელი აბები დაალევინა და თვითნებურად ამოუღო ყველა კბილი. დაზარალებულის ოჯახი დანტისტის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებს.

მას შემდეგ, რაც 21 წლის კრისტოფერის შესახებ ეთერში რეპორტაჟი გავიდა, ტელევიზიას 12 ადამიანი დაუკავშირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ იმავე ექიმის მსხვერპლნი არიან. არავინ იცის, რატომ გადაწყვიტა სტომატოლოგმა სამის ნაცვლად 32 კბილის ამოღება პაციენტისთვის - კლინიკა, რომელშიც პაციენტები დაზარალდნენ, უკვე დაკეტილია.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს