ვის უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრი ქუთაისი მერის თანამდებობაზე?

ვის უჭერს მხარს პრემიერ-მინისტრი ქუთაისი მერის თანამდებობაზე?

ქუთაისის თვითმმართველობის წევრთა ნაწილს "ოცნება" მოეძალა, ნაწილი კი ყვარყვარეს ჩვეული ხერხებით ცდილობს ახალი არხების გაჭრას, რომ სასურველ და საჭირო პარტიასა თუ კოალიციაში ამოყოს თავი. მას შემდეგ, რაც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცხრა დეპუტატმა დატოვა, ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე დაემშვიდობა თანამდებობას იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გოჩა თევდორაძეც. ამ უკანასკნელის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ იმერეთის ვიცე-გუბერნატორის ვაკანტურ თანამდებობას უკვე გამოუჩნდნენ მოსურნენი. მსურველთა ნაკლებობას არ უჩივის უკვე თავისუფალი ქალაქის მერის თანამდებობაც.

ერთ-ერთი ინფორმაციით, ქუთაისის მერის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს ამერიკაში მცხოვრებ ქუთაისის მკვიდრს, დიმიტრი კოპალიანს. დიმიტრი კოპალიანი პირველი ქართველი სტუდენტი იყო, რომელიც UWN-ის უნივერსიტეტში სწავლობდა. მერის თანამდებობაზე განიხილება გიორგი ონიანიც, ქუთაისის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი და მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის ახლობელი და ფავორიტია.

სრული ვერსია

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა