ხულოში 16 წლის გოგონას ეძებენ

ხულოში 16 წლის გოგონას ეძებენ

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლებში 16 წლის გოგონას ეძებენ. ოჯახს მელანო ქედელიძე გუშინ, 16:00 საათის შემდეგ არ უნახავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ განუცხადა, სამაშველო სამსახურიდან შეტყობინება დღეს მიიღეს, რის შემდეგაც გოგონას ძებნა ტყესა და საზაფხულო იალაღების მიდამოებში დაიწყო. თურმანიძის თქმით, გამორიცხული არ არის გოგონას დაოჯახების საკითხიც.

"გასულია სააგენტოს სამაშველო სამსახურის ბრიგადა. ძებნაში გარემოს დაცვიდან სატყეო სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან. გოგონას ვეძებთ ტყესა და საზაფხულო იალაღების მიდამოებში. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა და გოგონას თანაკლასელები არიან ჩართულები საძიებო სამუშაოებში. არ გამოვრიცხავთ გოგონას დაოჯახებასაც", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა