ჰესების მშენებლობაში შესაძლოა, რუსული ინვესტიცია განხორციელდეს. ამ სფეროში ფულის დაბანდებას რუსული კომპანია "RusHydro"- გეგმავს.
"რუსი ინვესტორების მხრიდან, ინტერესი ძალიან დიდია და თუ ჩვენ ქვეყნის შიგნით კანონმდებლობას მოვაწესრიგებთ, მაგალითად ანტიმონოპოლიურს იმისთვის, რომ არ ჰქონდეს არცერთ ბიზნესს მნიშვნელოვანი კონტროლი და მონოპოლისტური მდგომარეობა ბაზარზე, ვფიქრობთ რომ არანაირ საფრთხეს არ შეიცავს ქართულ ბაზარზე რუსული ინვესტორების შემოსვლა. რუსი ინვესტორების მხრიდან ინტერესი დიდია და ეს ინვესტიციებში გადაიზარდება თუ არა, ამას ჯერჯერობით ვერ იტყვი", -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
12 აპრილს თბილისს რუსული კომპანია "RusHydro"-ს წარმომადგენლები ეწვევიან. "RusHydro"-ს წარმომადგენლების და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გაიმართა.
რუსული კომპანია "RusHydro" მსოფლიოში ჰიდროელექტროსადგურების მფლობელი სიდიდით მეორე კომპანიაა და მისი 60-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს უტოლდება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9