რატომ ვერ ხსნიან ქუთაისში საზოგადოებრივ ტუალეტებს?

რატომ ვერ ხსნიან ქუთაისში საზოგადოებრივ ტუალეტებს?

ქუთაისში, ოთხ სხვადასხვა ადგილზე მოწყობილი საზოგადოებრივი საპირფარეშო ექვს თვეზე მეტია, ამოქმედებას ელოდება. ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, საზოგადოებრივი ტუალეტების აშენება მათი მოთხოვნაა. თუმცა, საჭიროების მიუხედავად, ამ დრომდე საპირფარეშოების სარგებლობის შესაძლებლობა არ აქვთ. მოსახლეობის მსგავსად, საზოგადოებრივი ტუალეტების უფუნქციობის მიზეზები ქუთაისის მერიაშიც არ იციან.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, რომელმაც ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობა 2012 წლის ოქტომბერში დაასრულა, აცხადებენ, რომ ობიექტების კომპანიის ბალანსზე აყვანის პროცედურები და საკითხის დოკუმენტალურად მოწესრიგება მიმდინარეობს.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა