აწყობს თუ არა ჩხაპელიას ლიკვიდაცია სოსო პავლიაშვილს?

აწყობს თუ არა ჩხაპელიას ლიკვიდაცია სოსო პავლიაშვილს?

მომღერალი სოსო პავლიაშვილი ბიზნესმენ ავთო ადუაშვილის მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. რუსულ გამოცემებში თითქმის ყოველდღიურად იბეჭდება ვრცელი ინტერვიუები, რომლებშიც თავისი უდანაშაულობას ამტკიცებს. ამის საპასუხოდ "გურია ნიუსს" მოკლულის ახლობელი დაუკავშირდა და განაცხადეს, რომ "იძულებული გახდნენ, სოსო პავლიაშვილს რუსული მედიით გავრცელებულ სიცრუეზე უპასუხონ." გთავაზობთ ავთანდილ ადუშვილის ახლობლის ინტერვიუს ნაწილს, რომელმაც ანონიმად დარჩევა ისურვა.

- ავთო ადუაშვილი სოსოს სიძეს - ვახტანგ ჩხაპელიას იცნობდა?

- როგორ არ იცნობდა. ჩხაპელია რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, ავთომ დაასაქმა თავის ფირმაში. სოსოს მაშინ არაფერი ჰქონდა და დის ოჯახს ვერ ეხმარებოდა. ჩხაპელიამ რომ თბილისში ბინა იყიდა, ფული დააკლდა, სოსომ არ დაუმატა და დაბოღმილი დადიოდა. ავთომ დააწყნარა, ეტყობა, არა აქვს და სოსოზე გული ნუ დაგწყდება, მე დაგიმატებო. ასეთი ადამიანი იყო ავთო და ამიტომაცაა, რომ მთელ თბილისში სოსო პავლიაშვილმა საკუთარი სიძის გარდა ვერავინ მონახა, ვისაც მის მოკვლაზე დაითანხმებდა. ვინც სოსოს და მისი სიძის ურთიერთობას ახლოს იცნობს, მიხვდება, რომ ჩხაპელიასგან ასეთი ინიციატივა წარმოუდგენელია. ის ამის თქმასაც ვერ გაუბედავდა სოსოს, რადგან, ეს უკანასკნელი, სიძეს ყოველთვის "შნირად" თვლიდა.

- რა ვერსიები ჰქონდა ოჯახს - ეჭვმიტანილთა შორის როდის გაჩნდა პავლიაშვილი?

- ადამიანს სამი მიზეზით კლავენ: ეს არის ქალი, რაც ავთოს შემთხვევაში გამორიცხული იყო მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. შურისძიება - ავთოს არ ჰყავდა მტრები და ამაზე არც არასოდეს დაუჩივლია და ბიზნესი. ამ შემთხვევაში, მკვლელობის მიზეზი მხოლოდ ბიზნესი შეიძლებოდა ყოფილიყო, ავთოს კი ერთადერთი ბიზნეს პარტნიორი ჰყავდა - სოსო პავლიაშვილი. ეჭვი უფრო გაღრმავდა, როდესაც ერევანში მყოფი სოსო ბავშვობის მეგობრის დაკრძალვაზე არ ჩამოვიდა, არც შვილს მისცა ჩამოსვლის უფლება, რომელიც ავთოს ნათლული იყო. უფრო მეტიც, მას არც კი დაურეკავს და მიუსამძიმრებია ავთოს ოჯახისთვის.

- ამბობენ, რომ ვახო ჩხაპელიაზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მან გამოძიებისას მიცემული ჩვენება შეცვალოს.

- რა თქმა უნდა, სოსო ამ საქმიდან თავის დაძვრენას ცდილობს. სხვათაშორის, ერთადერთი, ვისაც ჩხაპელიას ციხეში ლიკვიდაცია "აწყობს", პავლიაშვილია. ჩვენთვის ის უმნიშვნელოვანესი მოწმეა, ამიტომ, არც ვახტანგ ჩხაპელიას და არც სხვა ბრალდებულებს ადუაშვილებისგან არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. ჩვენ ველოდებით სასამართლოს სამართლიან ვერდიქტს, არ ვახდენთ არავისზე ზეწოლას, არ ვიყენებთ პირად კონტაქტებს, არ ვემუქრებით არავის.

ინტერვიუს სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა