შეცდომები, რომელსაც მამაკაცები ქალთან ურთიერთობისას უშვებენ

შეცდომები, რომელსაც მამაკაცები ქალთან ურთიერთობისას უშვებენ

გთავაზობთ იმ შეცდომებს, რომელსაც ფსიქოლოგების თქმით, მამაკაცი ქალთან ურთიერთობისას ყველაზე ხშირად უშვებს.

მესაკუთრეობა: მართალია გოგონა პაემანზე დაპატიჟეთ და მობილურის ნომერიც გამოართვით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი საკუთრებაა. გააცნობიერეთ, რომ ქალი თქვენს გაცნობამდეც ახერხებდა ცხოვრებას და თქვენი დაკარგვითაც დიდხანს არ იდარდებს. ყველა ქალს სიამოვნებს ყურადღება, მაგრამ თავი არ მოაბეზროთ. ფსიქოლოგები ყველა კაცს ურჩევენ, მესაკუთრეობა დაივიწყონ, ან გოგონას თავი მოაჩვენონ მაინც, რომ ეს თვისება მათში არაა.

მაჩოს იმიჯი: ეს სცენარი მხოლოდ ჰოლივუდში მოღვაწე ვარსკვლავებს უხდებათ. გოგონა ხომ ხედავს, რომ არც კუნთები გაქვთ და არც ასეთი ტიპაჟი ხართ? ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი რამ, მასზე ზრუნავდეთ და თქვენს გვერდით თავს დაცულად გრძნობდეს.

სხვა ქალთან ფლირტაობა: მამაკაცების ნაწილი შეცდომას მაშინ უშვებს, როდესაც ფიქრობს, რომ საყვარელ გოგონას ეჭვიანობით გამოიწვევს. სუსტი სქესი ამ შეურაცხყოფას უპასუხოდ არ ტოვებს. უწყინარი თამაში შეიძლება მასთან დაშორების ფასად დაგიჯდეთ. რესტორანში სადილობისას არ დაუწყოთ ცქერა გვერდით მჯდომ ლამაზ ქალს. ქალების ნაწილი იმ მსახიობებსაც კი ერ იტანს, რომელიც მის პარტნიორს მოსწონს და სექსუალურად ეჩვენება.

მეგობრებს თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ მისცეთ: ქალებს ძლიერი მამაკაცები იზიდავთ და ვერ იტანენ პირად ცხოვრებაში შეყვარებულის მეგობრის ჩარევას. ასეთ დროს ქალების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მის შეყვარებულს დამოუკიდებლად პრობლემის გადაწყვეტა არ შეუძლია.

საუბარი ყოფილ შეყვარებულზე: ზოგჯერ მამაკაცები ზედმეტად გულახდილები არიან და პარტნიორთან ყოფილ რომანებზე საუბარს იწყებენ. ფსიქოლოგები ყველა კაცს ურჩევენ, ამ თემაზე არ ისაუბრონ. კაცმაც და ქალმაც იცის, რომ წარსულში რომანები ჰქონდათ და რადგან დღეს ერთად არიან, ესე იგი, ძველ პარტნიორთან არაფერი გამოვიდა. გოგონა აუცილებლად გკითხავთ, რატომ დაშორდით, როგორი ძლიერი იყო თქვენი გრძნობა, როგორ გამოიყურებოდა ვიზუალურად და ასე შემდეგ. ქალი აუცილებლად იფიქრებს, რომ ყოფილ საყვარელზე იმიტომ საუბრობთ, რომ გენატრებათ, ან უფრო უარესი, ახალი შეყვარებული ვერ გხიბლავთ.

მომზადებულია yahoo.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს