”ამბები.გე”-ს ფოტოკონკურსების პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ

”ამბები.გე”-ს ფოტოკონკურსების პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ

”ამბები.გე”-ზე მიმდინარე ფოტოკონკურსებში ”ვკითხულობთ მთელი ოჯახი” და ”მე ასე ვიძინებ” პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

კონკურსში ”ვკითხულობთ მთელი ოჯახი” უმაღლესი შეფასება დავით ბაკურაძის ფოტომ მოიპოვა. გამარჯვებული დაჯილდოვდება გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის პრიზით, ალექსანდრე ყაზბეგის სამტომეული "ჩემი რჩეულის" სერიიდან და ხმოვანი წიგნებით "ალიბაბა" და "გულივერის მოგზაურობა".

კონკურსში ”მე ასე ვიძინებ” უმაღლესი შეფასება მარიამ სხირტლაძის ფოტომ მოიპოვა, გამარჯვებულს გადაეცემა გამომცემლობა ”პალიტრა L”-ისგან ძალიან საინტერესო "ჩემი საყვარელი ჯადოსნური ზღაპრები".

შეგახსენებთ, ფოტოკონკურსში "ვკითხულობთ მთელი ოჯახი"  საუკეთესო ფოტო გამოვლინდება ყოველი თვის ორ კვირაში ერთხელ, რომლის მფლობელსაც სხვადასხვა წიგნებით დააჯილდოვებს კონკურსის ერთ-ერთი მხარდამჭერი ”გამომცემლობა პალიტრა L” .

პრიზებია: ”საოჯახო პრესის” გამოწერა,  ”საოჯახო პრესის ” შეფუთვაზე ოჯახის ფოტოს განთავსება და მისი პოპულარიზაცია სხვადასხვა მედიასაშუალებებში, სხვადასხვა წიგნები ბავშვებისა და უფროსებისთვის.

საიტზე იგეგმება ახალი ფოტოკონკურსების ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს