ილია ჭავჭავაძის ძეგლი წიწამურში სავალალო მდგომარეობაშია

ილია ჭავჭავაძის ძეგლი წიწამურში სავალალო მდგომარეობაშია

ჩამონგრეული კიბეები, ეკალ-ბარდით დაფარული ტერიტორია, ირგვლივ ნარჩენები, შუაში ილია ჭავჭავაძის ძეგლი დგას - ეს მცხეთის სოფელი წიწამურია. პოეტის მკვლელობის ადგილას აღმართული ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ძეგლის აღდგენის მოთხოვნით "ერეკლე მეორეს საზოგადოებამ" ბოლო 3 წლის განმავლობაში აქცია არაერთხელ გამართა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც რამდენჯერმე წერილობით მიმართეს სხვადასხვა უწყებებსაც, მაგრამ რეაგირება არავინ მოახდინა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი გიუტაშვილი აცხადებს, რომ ძეგლის რეაბილიტაცია აუცილებლად მოხდება, თუმცა ვერ აკონკრეტებს, რამდენ ხანში დაიწყება სამუშაოები.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა