ტროლ თოჯინებზე ანიმაციურ ფილმს გადაიღებენ

ტროლ თოჯინებზე ანიმაციურ ფილმს გადაიღებენ

სტუდია DreamWorks Animation-ი ბრენდ Dam Family-ს ტროლ სათამაშოებზე ანიმაციურ ფილმს იღებს.

"ეს არის ბრენდი, რომელსაც 50 წლიანი ისტორია აქვს. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ის DreamWorks Animation-ის ოჯახის წევრი ხდება. ამ ტროლ სათამაშოებს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს - როგორც უფროსები, ისე პატარები. ეს ბრენდის გადახალისების საუკეთესო საშუალება იქნება", - განაცხადა სტუდიის წარმომადგენელმა.

თოჯინა ტროლი პირველად 1959 წელს გაჩნდა, როდესაც ღარიბმა დანიელმა მეთევზემ ტომას დამმა, უსახსრობის გამო შვილს საჩუქარი ვერ უყიდა და თავად გამოუთალა თოჯინა ტროლი. მაშინ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი ქმნილება 60-იან წლებში ასე მოდური გახდებოდა. დიდთვალება და ფერადთმიანი თოჯინა დღესაც განაგრძობს ხალხის გულის დაპყრობას. უმეტესობა უკვე საკოლექციო ნიმუშადაც კი იქცა.

მულტიპლიკაციურ ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია. სავარაუდოდ, მას მაყურებელი მომავალ წელს იხილავს.

მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს