საქართველოში ინვესტირებით უკრაინელები დაინტერესდნენ

საქართველოში ინვესტირებით უკრაინელები დაინტერესდნენ

საქართველოში ინვესტირებით უკრაინელები დაინტერესდნენ. ქართულ-უკრაინული ბიზნეს-ფორუმი 26 აპრილს გაიმართება. ღონისძიება ქართულ-უკრაინული სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს ორგანიზებით ტარდება.

მასში მონაწილეობას 70-მდე უკრაინელი ბიზნესმენი და კომპანია მიიღებს. მათ შორის უკრაინის შვიდი უმსხვილესი ბანკის, ასევე სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, გერმანული და ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები.

მსოფლიოში ცნობილი კომპანიის SAP SOFT-REITING KONCALT-ისა და ბიზნესფორუმის მთავარი მესიჯია "ახალი ტექნოლოგიები ახალი საქართველოსთვის." ფორუმს დაესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები და ადგილობრივი ბიზნესმენები.

როგორც ფორუმის ორგანიზატორი "სოფტ-რეიტინგ კონცალტი" და ქართულ- უკრაინული სავაჭრო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გუგუშვილი აცხადებენ, ფორუმის მიზანია, საქართველოს ბიზნესგარემოს გაცნობა.

"უკრაინელ ბიზნესმენებს დიდი ინტერესი გააჩნიათ საქართველოს მიმართ. მათ სურთ განახორციელონ ინვესტიციები სხვადასხვა სფეროში, კერძოდ, განათლებაში, სოფლის მეურნეობაში, ინფრასტრუქტურაში”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ