რა კავშირშია "პატრიოტი" გოჩა თევდორაძე ბაღების კრიმინალურ თემასთან?

რა კავშირშია "პატრიოტი" გოჩა თევდორაძე ბაღების კრიმინალურ თემასთან?

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, შესაძლოა, პროკურატურამ ქუთაისის საბავშვო ბაღებიდან 3 წლის წინ, დირექტორების გათავისუფლების ფაქტზე დაკითხოს. საგამოძიებო უწყებაში მის წინააღმდეგ შესულ სარჩელს, 30 ადამიანი აწერს ხელს და ყოფილ გუბერნატორს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. თუმცა, მაქაცარიას განცხადებით, ამ შემთხვევაში ბაღების თემაზე პროკურატურისგან სხვა საკითხებით დაინტერესებსაც მოითხოვს. რომელიც იმ პირების კრიმინალურ კვალზე გადის, რომელთაც ბაღების თემის წამოწევა დასჭირდათ. კონკრეტულად კი "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ინტერესებზე საუბრობს.

"სამართალდამცავებს იმ პერიოდში შეკითხვები ჰქონდათ საკრებულოს წევრის, მარინე ცირეკიძის მიმართ, რომელიც ბაღების საკითხს კურირებდა. ის კი უერთგულესი თანამებრძოლია იმ პოლიტიკურ პარტიაში, რომელიც ყოფილმა ვიცე-გუბერნატორმა, გოჩა თევდორაძემ შექმნა. ბავშვების ულუფებიდან ფულები დირექტორებს კი არ მიჰქონდათ სახლში. ისინი ანგარიშვალდებულები კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ იყვნენ, რომლებიც იმ პერიოდში წარმოადგენდნენ პოლიტიკურ ელიტას. ეს ხალხი დაკავშირებული იყო იმ ჯგუფთან, რომლებიც დღეს "პატრიოტები" არიან და რომელთაც ბავშვების საჭმლის ხარჯზე 100 ათასობით ლარი მისდიოდათ ჯიბეში. ხალხი, ვინც დირექტორებს "კრიშავდა", თბილისში ყიდულობდა ორსართულიან და სამსართულიან სახლებს და დღეს დიდი ქონების პატრონია", - აცხადებს ლაშა მაქაცარია.

სრული ვერსია

"ახალი გაზეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა