მცხეთას იუნესკოს სიიდან ამოღება ემუქრება

მცხეთას იუნესკოს სიიდან ამოღება ემუქრება

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მცხეთაში, სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს შორის არსებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობები არ შეწყდება, მცხეთას იუნესკოს სიიდან ამოღება ემუქრება.

2006 წელს, სვეტიცხოველს და ჯვარს შორის ტერიტორია შევიდა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა არ შეიძლებოდა. აღნიშნული ტერიტორია ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონიდან ვანო მერაბიშვილმა 2012 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით ამოიღო, რის შემდეგაც ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობები დაკანონდა. სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს შორის რამდენიმე ახალი ტიპის შენობა დგას, მათ შორის გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობა, პოლიციის და საქპატენტის შუშის შენობები და მშენებარე იუსტიციის სახლი.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა