როგორ გახდა 6 წლის გოგონა მილიონერი

როგორ გახდა 6 წლის გოგონა მილიონერი

პატარა ამერიკელი, სახელად იზაბელა ბარეტი, რომელმაც სკანდალურ შოუ Toddlers & Tiaras-ში მონაწილეობით გაითქვა სახელი, 6 წლის ასაკში მილიონერი გახდა. ტელევიზიაში წარმატებული კარიერის შემდეგ გოგონამ საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო.

პატარა ბიზნესლედის პირველი წარმატება მაშინ ეწვია, როდესაც დედამისმა სთხოვა ბავშვების სილამაზის კონკურსში მიეღო მონაწილეობა. კაბაზე, მაკიაჟსა და აქსესუარებზე 50 000 დოლარის დახარჯვამ გაამართლა: მისი ქალიშვილი ტელევარსკვლავად იქცა.

პოპულარობის მოხვეჭის შემდეგ გოგონამ კოსმეტიკისა და საიუველირო ნაკეთობათა საკუთარი ხაზის წარმოება დაიწყო. საზოგადოებამ გოგონას ინიციატივა მოიწონა და მის მიერ შექმნილი კოსმეტიკისა და საბავშვო საიუველირო ნაწარმის შესაძენად მაღაზიებს მიაშურა.

"მომწონს თუ არა მილიონერობა? ძალიან ბედნიერი ვარ, - განაცხადა პატარა ბიზნესმენმა ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში, - მე სუპერვარსკვლავი ვარ, რაზეც სხვები მხოლოდ ოცნებობენ".

იზაბელას განსაკუთრებით უყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, გოგონას უკვე 60 წყვილი ფეხსაცმელი აქვს და მომავალში ამ მიმართულებითაც აპირებს საკუთარი ხაზის შექმნას. იზაბელას ბიზნეს-პარტნიორობას 39 წლის დედა უწევს, ის საიუველირო განყოფილების ხელმძღვანელია. მშობლები დარდობენ, რომ მათ შვილს საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა არ შეექმნას.

"მეშინია, რომ ჩემმა შვილმა ბრიტნი სპირსის გზა არ გაიმეოროს. ის უკვე ნამდვილი ვარსკვლავივით იქცევა, ფეშენებელური სასტუმროების მომსახურებით ტკბება და მაღაზიებში ფასებს აღარ უყურებს", - ამბობს იზაბელას დედა.

პატარა ბიზნესმენს ბროდვეიზე თითოეულ გამოსვლაში 10 000 დოლარს უხდიან. ასეთ მცირე ასაკში იზაბელა ბარეტმა გახმაურებული სასამართლო პროცესში მონაწილეობაც მოასწრო. ერთი წლის წინ დედამისმა სამი მსხვილი გამოცემის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და კომპენსაციის სახით 30 000 000 დოლარი მოითხოვა. მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც იზაბელა ბარეტი ერთ-ერთ ღამის კლუბში ასრულებს ჯგუფ LMFAO-ს სიმღერას I’m Sexy and I Know It. გოგონას დედამ გამოცემები სექსუალიზაციის პროპაგანდაში დაადანაშაულა.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს