რა გზას გადიან ჩინელი მოსწავლეები განათლების მისაღებად?

რა გზას გადიან ჩინელი მოსწავლეები განათლების მისაღებად?

ჩინეთის პროვინცია სანგჟჰიში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები ყოველ დღე მთას ლაშქრავენ, კლდეებზე მიყუდებულ ხის კიბეებზე ადიან და სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ, რათა სკოლამდე მიაღწიონ. ბავშვების მშობლები იძულებულნი არიან, შვილები სკოლაში ამ გზით გაუშვან, რადგან სხვა, უფრო "კომფორტული" გზა არ არსებობს. სკოლამდელი ასაკის პატარებს ზოგიერთი მშობელი მთაზე ცოცვას ასწავლის, რათა შემდეგ კიბეზე ასვლა არ გაუჭირდეს, ან სიმაღლის არ შეეშინდეს.

"მთა ძალიან მაღალია და კიბეებზე ასვლა - სახიფათო, მაგრამ დაბლა არ ვიყურებით", - ამბობენ ბავშვები.

სოფლის მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას გზის გაყვანის თაობაზე თხოვნით უკვე მიმართა, მაგრამ რეაგირების იმედი ნაკლებად აქვთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს