118-დან ყვარლის გამგებლობის კანდიდატად მოქმედი მოვალეობის შემსრულებელი შეარჩიეს

118-დან ყვარლის გამგებლობის კანდიდატად მოქმედი მოვალეობის შემსრულებელი შეარჩიეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე რეგისტრირებული 118 განმცხადებლიდან საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მოქმედი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით ქევხიშვილი შეარჩია. მესამე ტური, რომელშიც მხოლოდ ერთი კანდიდატია გადასული, 18 აპრილს გაიმართება.

კონკურსების ფიქტიურად ჩატარებას საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი, უარყოფითად აფასებს. "ეს არის ძალიან სამწუხარო, მანკიერი პრაქტიკა. ხდება იმისთვის, რომ ერთის მხრივ, უცხოელებს აჩვენონ, თვითმმართველობის შესახებ კანონში რამდენად დემოკრატიული ნორმები აქვთ გათვალისწინებული. მაგრამ, ეს კონკურსები ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ძალიან ცუდია, თუ ასე გრძელდება", - აღნიშნავს კახა კახიშვილი.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა