თბილისის ზოოპარკში იაგუარმა ანამ სამი კნუტი გააჩინა

თბილისის ზოოპარკში იაგუარმა ანამ სამი კნუტი გააჩინა

გამთენიისას თბილისის ზოოპარკში იაგუარმა ანამ სამი კნუტი გააჩინა. მათ შორის 1 ჭრელია, დანარჩენები კი შავი ფერის.

როგორც "ამბები.გე"-სთან ზოოპარკის მტაცებელ ცხოველთა და პრიმატ მღრღნელების განყოფილების გამგე რამაზ ძამუკაშვილმა განაცხადა, იაგუარმა თბილისის ზოოპარკში კნუტები უკვე მეორედ გააჩინა.

იაგუარი მზრუნველი დედაა და ზოოპარკის თანამშრომელთა დახმარება ახალდაბადებულ კნუტებს არ ესაჭიროებათ.

როგორც კი დათბება, ზოოპარკის ღია ვოლიერში ცოტა ხნის წინ დაბადებულ ლომის ბოკვერებს, მუკას და მაკოს გადაიყვანენ, მანამდე მასზე ძიძა, გულიკო კონცელიძე ზრუნავს. რძეს კი ახალდაბადებულ ბოკვერებს ძაღლი დოდოლინა აჭმევს.

ზოოპარკში კიდევ ერთი სიახლეა: როგორც ცნობილია, დაახლოებით 1 თვის წინ ზოოპარკში საპატრულო პოლიციამ დათვის ბელი მიიყვანა, რომელსაც საბა დაარქვეს.

საბა ზოოპარკიდან ყინწვისის მონასტრის ბერებმა წაიყვანეს და მას ველურ ბუნებას აჩვევენ, რათა დათვის ბელმა ტყეში დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლოს.

გიორგი ბერიძე

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს