ლაფანყურის მოვლენებს თურქეთში შარიათის სასამართლო განიხილავს

ლაფანყურის მოვლენებს თურქეთში შარიათის სასამართლო განიხილავს

ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან ჩეჩენი მებრძოლების ლიკვიდაციის საკითხს შარიათის სასამართლო განიხილავს. სასამართლო თურქეთში, სავარაუდოდ მაისში გაიმართება. შარიათის სასამართლოს დაესწრება ახმედ ჩატაევი, რომელიც ამჟამად ავსტრიაში იმყოფება და სწორედ მის ჩასვლაზეა დამოკიდებული სასამართლო განხილვის ზუსტი თარიღი. განხილვაზე ის ჩეჩენი მებრძოლებიც არიან დაბარებულები, რომლებიც სპეცოპერაციას გადაურჩნენ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გია ლორთქიფანიძის დახმარებით საქართველო დატოვეს. მათგან რამდენიმე სირიაში იმყოფება, რამდენიმე კი ევროპის ქვეყნებში.

როგორც ჩეჩენი მებრძოლები აცხადებენ, შარიათის სასამართლოს მიერ ლაფანყურის საქმის განხილვის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ რამდენიმე ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნისა და მათ შორის, რამდენიმე ჩეჩნის ლიკვიდაციის ბრძანება გაიცეს.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა