აბარამოვიჩის ქალიშვილი პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული ბავშვია

აბარამოვიჩის ქალიშვილი პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული ბავშვია

რუსმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა მორიგი რეკორდი მოხსნა - ამჯერად, როგორც პლანეტის ყველაზე გულუხვმა მამამ. ბიზნესმენი ჟურნალ Forbes-ის მორიგ რეიტინგს, როგორც ”ყველაზე ძვირადღირებული ბავშვის მამა” ლიდერობს. აბრამოვიჩმა შეყვარებულის, დარია ჟუკოვას მშობიარობაზე ასტრონომიული თანხა დახარჯა.

გამოცემის ჟურნალისტებმა დათვალეს, რომ ჰუდსონის ყურეში მხოლოდ იახტა Eclipse -ის გაჩერებისთვის აბრამოვიჩი ერთ კვირაში 200 000 დოლარს ხარჯავდა. ოლიგარქის კუთვნილი გიგანტური იახტა ნიუ-იორკის აკვატორიაში თებერვლის შუა რიცხვებში გამოჩნდა და ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ჟურნალისტებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ჯერ კიდევ მაშინ ჟურნალისტებმა ივარაუდეს, რომ აბრამოვიჩს სურდა, მისი შვილის ნიუ-იორკში გაჩენილიყო. ამისთვის წყვილი ნიუ-იორკში წინასწარ ჩავიდა, მაგრამ სასტუმროში არ გაჩერებულან და იახტაზე დარჩენა ამჯობინეს.

იახტა ჰუდსონზე ორი თვე იდგა. მის მოვლაში აბრამოვიჩმა 1,6 მლნ დოლარი დახარჯა. თუ ამას ცხოვრების (საჭმელი, სასმელი, მომსახურე პერსონალის გასამრჯელო) და სამედიცინო მომსახურების ხარჯები დაემატება, თანხა კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდება.

დარია ჟუკოვამ ნიუ-იორკში რუზველტის საავადმყოფოში იმშობიარა. აბრამოვიჩისა და ჟუკოვასთვის ეს მეორე საერთო შვილია. 2009 წელს მათ ვაჟი, აარონ-ალექსანდერი შეეძინათ.

სულ ოლიგარქს შვიდი შვილი ჰყავს. მისი უფროსი ქალიშვილი ანა 21 წლისაა.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს