საუდის არაბეთიდან 3 მამაკაცი კარგი გარეგნობის გამო გააგდეს

საუდის არაბეთიდან 3 მამაკაცი კარგი გარეგნობის გამო გააგდეს

საუდის არაბეთში ერთ-ერთ კულტურულ ფესტივალზე უცნაური ინციდენტი მოხდა.

ღონისძიების ორგანიზატორებს 3 მამაკაცის გარეგნობა იმდენად მოეწონათ, ისინი ქვეყნიდან დეპორტით გაისტუმრეს. მათი თქმით, ასეთი გარეგნობის კაცებს ქალებში "უხამსი" გრძნობების აღძვრა შეუძლიათ. სიმპათიური მამაკაცები საუდის არაბეთში სტუმრად ემირატებიდან იყვნენ.

ეს ინფორმაცია არაბულ გაზეთ Elaph-ში დაიბეჭდა.

"ფესტივალის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინფორმაცია უკვე დაგვიდასტურა. მათი თქმით, ემირატებიდან ჩამოსული დელეგაციიდან 3 მამაკაცი ზედმეტად მიმზიდველები იყვნენ. ორგანიზატორებს შეეშინდათ, რომ ისინი ქალებს თავბრუს დაახვევდნენ", - წერს არაბული გაზეთი Elaph.

მომზადებულია Elaph-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს