ამერიკელმა პურში გველი აღმოაჩინა

ამერიკელმა პურში გველი აღმოაჩინა

საჯარო ბლოგ Reddit-ში humanimalcracker-ის სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი უსიამოვნო ფოტოს აქვეყნებს. ავტორი ფოტოს ასეთ კომენტარს უკეთებს: "დეიდაჩემმა პურში, არც მეტი, არც ნაკლები, გველი აღმოაჩინა!

humanimalcracker-ი ასევე წერდა, რომ საკვები პროდუქტი ქალმა ტეხასის შტატში პოპულარულ საფუნთუშეში (Mrs. Bair"ds) შეიძინა. შინ მისვლის შემდეგ ქალი სენდვიჩის გაკეთებას აპირებდა, როდესაც საკვებში უჩვეულო ობიექტი აღმოაჩინა.

საფუნთუშეს პრესსამსახურის წარმომადგენელმა The Huffington Post-ს განუცხადა, რომ ფოტო ყალბია. მისი თქმით, კომპანიაში ის 25 წლია მუშაობს და მსგავსი ინციდენტი არ ახსოვს. თუმცა ოფიციალურ განცხადებაში პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ცომში შეიძლებოდა არა გველი, არამედ დამწვარი პურის ნარჩენები აღმოჩენილიყო.

საფუნთუშეს მცხობელებმა დაზარალებულს პურის ექსპერტიზაზე გაგზავნა ურჩიეს, რათა სიმართლე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაადგინონ.

მომზადებულია The Huffington Post-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს