გოგა ხაჩიძე - "ეს ჩემი პასპორტია, სადაც დუბაიში შესვლა გამოსვლის თარიღებია აღნიშნული"

გოგა ხაჩიძე - "ეს ჩემი პასპორტია, სადაც დუბაიში შესვლა გამოსვლის თარიღებია აღნიშნული"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქში" საკუთარი პასპორტის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც დუბაიში შესვლისა და გამოსვლის თარიღებია დაფიქსირებული.

"ახლა რა ამის დროა, გაგანია 19 აპრილია, მაგრამ ვნახე და რომ არ მეჩვენებინა არ შევძელი.

გახსოვთ რა ვთქვი, ახალ წელს შევხვდით ავღანეთში (ვიდეოების ნახვა ჩემს ვოლზე შეგიძლიათ), ქართულ სამხედრო ბაზაზე, გამთენიისას წამოვედით, გამოვფრინდით დუბაიში, დავბინავდით სასტუმროში, დავიძინეთ, საღამოს ვივახშმეთ და ღამით დავბრუნდით თბილისში...

ეს ჩემი პასპორტია, სადაც დუბაიში შესვლა გამოსვლის თარიღებია აღნიშნული.

შესვლა 1.01.2013

გამოსვლა 2.01.2013

დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ...

the ცრუპენტელს!..

(წავედი, 19 აპრილია!)", - წერს ხაჩიძე.

17 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინა იმერლიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე "გრიფით" საიდუმლო დოკუმენტი გაასაჯაროეს. დოკუმენტების თანახმად, გოგა ხაჩიძე ახალ წელს დუბაიში შეხვდა და არა ავღანეთში, დღემდე იყო ცნობილი.

უმცირესობის წარმომადგენელმა უმრავლესობის ბრალდებას აბსურდული უწოდა.

"მე დღემდე მართლა მეგონა და ამით ძალიან ვამაყობდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ახალი წლის ღამეს შევხდი ქართულ ბაზა შუკვანზე ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად. დღეს გავარკვიე, რომ ახალ წელს შევხდი დუბაიში. ერთი დეტალი გამომრჩა, საღამოთი დუბაიში ვივახშმე მართლა, პრეზიდენტთან ერთად და შემდეგ წამოვედით თბილისში. ეს არის ჩემი დუბაის ახალი წელი. არ ვიცი, ახლა ბატონმა საგანელიძემ იაროს მაგ სიმართლით. 19 აპრილს ველოდებით, ვისაც არ სჯერა ამ სისულელის", - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს