ქეით მიდლტონი მშობიარობის შემდეგ საცხოვრებლად მშობლებთან გადავა

ქეით მიდლტონი მშობიარობის შემდეგ საცხოვრებლად მშობლებთან გადავა

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონმა, რომელიც უახლოეს მომავალში პრინც უილიამს მემკვიდრეს აჩუქებს, ძიძის მომსახურებაზე უარი თქვა. ბავშვის გაჩენის შემდეგ ქეითი საკუთარი მშობლების სახლში გადასვლას აპირებს.

ჰერცოგინიას მიაჩნია, რომ ბავშვს, საკუთარი დედის დახმარებით, ყველაზე უკეთ მიხედავს. გარდა ამისა, ქეითის მშობლებმა ცოტა ხნის წინ აგარაკი შეიძინეს, ასე რომ, ოჯახის ახალი წევრისთვის საკმარისი სივრცე იქნება. ამბობენ, აგარაკზე ბავშვის ოთახი უკვე მოწყობილია.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ქეითს მშობლების სახლში გადასვლა სურს, მეუღლის დატვირთული სამუშაო გრაფიკია. პრინცი უილიამი პილოტის სამუშაოს უნდა დაუბრუნდეს და შინ იშვიათად იქნება.

მომზადებულია ibtimes.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს