ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში მეორე მოჯაჰედი გაუჩინარდა

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში მეორე მოჯაჰედი გაუჩინარდა

24 წლის დაღესტნელ მოჯაჰედ მაგამედ მაგამედოვს ახლობლები მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ. ის თბილისიდან, 19 აპრილს, პარასკევს, დაახლოებით 12:40 საათზე გაუჩინარდა. მაგამედოვის მეუღლე ქალიმან ბაგდანი იხსენებს, რომ მაგამედი პარასკევს სახლიდან იმ მიზნით გავიდა, რომ მეჩეთში წასულიყო სალოცავად. მოჯაჰედის დაკარგვის შესახებ მეგობრებმა გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში 20 აპრილს განაცხადეს და პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ოჯახის წევრები და მეგობრები ეჭვობენ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებთან ერთად აიყვანეს და რუსეთს გადასცემენ.

მაგამედოვზე რუსეთის ხელისუფლების მიერ ძებნაა გამოცხადებული, რის გამოც მან 2013 წლის იანვარში საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მიღების მოთხოვნით მიმართა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა