თამარ ჩერგოლეიშვილი პრემიერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე რჩევებს აძლევს

თამარ ჩერგოლეიშვილი პრემიერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე რჩევებს აძლევს

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქით" პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე სახელმძღვანელო რჩევას აძლევს, ვიდრე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებთან დისკუსიაში ჩაებმება.

"რამდენიმე სახელმძღვანელო რჩევა ბ-ნ ივანიშვილს მანამდე, სანამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებთან ჩაებმება დისკუსიაში:

1) ანეკდოტები დაივიწყეთ;

2) არ ეჩხუბოთ კითხვის ავტორ დეპუტატებს და არ მიუთითოთ, რომ ისინი "თავად დაშორდნენ ევროპას";

3) არ დაინტერესდეთ "ვინ დაავალა" დეპუტატებს "ამ კითხვის დასმა" - ან თუ დაინტერესდებით, არ გაამჟღავნოთ;

4) შეეცადეთ თავი მოთოკოთ და არ დაიწყოთ იმის მტკიცება, რომ 9 წლის განმავლობაში სააკაშვილი მათ ატყუებდა და საქართველოს წარმატებები მხოლოდ მითებია;

5) ნუ მოიქცევით თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრივით და არ დაიწყოთ იმის მტკიცება, რომ ბრალდებულები "დამნაშავეები და კრიმინალები არიან";

6) ნუ გაამხელთ თქვენს გეგმას, რომ მთავრობაც თქვენ ხართ, ოპოზიციის შექმნასაც თქვენ გეგმავთ და სამოქალაქო საზოგადოების პატრიარქიც თქვენ უნდა იყოთ :)

7) არ გაამჟღავნოთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სისხლის სამართლებრივ დევნას მაშინ შეწყვეტთ, როცა ისინი რიტორიკას შეიცვლიან;

8) არ დაიწყოთ ჩვეულებისამებრ იმის მტკიცება, რომ სააკაშვილი პუტინზე და ლუკაშენკოზე უარესია - დაგცინებენ;

9) არ თქვათ, რომ თურქეთი და რუსეთი თანაბარი საფრთხეა საქართველოსთვის;

10) "ასავალ დასავალი" რომ თქვენი საყვარელი გაზეთია, დაე მხოლოდ ჩვენ ვიცოდეთ :)", - წერს ჩერგოლეიშვილი.

23 აპრილს ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოვა. მიმართვის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს