ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა სოფელი მუჰამედპურ უმრი უნიკალური ფენომენით გამოირჩევა - აქ ყველაზე მეტი ტყუპი იბადება.
სოფელში, სადაც მხოლოდ 6 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, 108 ტყუპია, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ტყუპ შთამომავლობას სოფელში მხოლოდ ადამიანები კი არა, ცხოველებიც აჩენენ.
"ჩვენს სოფელში 6 000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ არც საავადმყოფო გვაქვს და არც სკოლა. მიწაზე ვშრომობთ, ზოგიერთი დიდ ქალაქებში საცხოვრებლად წავიდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენს სოფელში ჩამოდის, გაოცებული გვაკვირდება, რადგან ყველგან ტყუპს ხედავს. მავანი იმასაც ფიქრობს, რომ პათოლოგიური სოფელი გვაქვს", - ამბობენ ტყუპი ძმები მუჰამედ და ზიიშან ატიშანები.
სოფლის ფენომენს მრავალი მეცნიერი იკვლევს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.