"დავით ზურაბიშვილი "ტაბულას" ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევაში ადანაშაულებს"

"დავით ზურაბიშვილი "ტაბულას" ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევაში ადანაშაულებს"

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს, რომ "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, განათლების მინისტრის მოადგილე, დავით ზურაბიშვილი "ტაბულას" ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევაში ადანაშაულებს. "ტაბულას" რედაქტორს ციტატა მოჰყავს ზურაბიშვილის კომენტარებიდან, რომლებიც მან ჩერგოლეიშვილის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს გაუკეთა და იქვე პოლიტიკოსისა და ჟურნალის დაპირისპირების მიზეზს განმარტავს.

""David Zurabishvili • 439 mutual friends:

დაარღვიეთ და რა ვქნა ახლა? იმის ნაცვლად რომ მოგებოდიშათ (პრივატულად მაინც), კიდევ შენსას აწვები და კი ბატონო, მიაწექი. ახლა სხვა დროა და მაგიზა კაციშვილი არ დაგიჭერს".

რესპუბლიკური პარტიის წევრი, განათლების მინისტრის მოადგილე, დავით ზურაბიშვილი ტაბულას ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევაში ადანაშაულებს და გვამშვიდებს, რომ არავინ "დაგვიჭერს" ამის გამო :)

საქმე ისაა, რომ ერთი წლის წინ, დათო ზურაბიშვილი ფბ-ზე ამტკიცებდა, რომ რუსეთთან "დალაგებული" ურთიერთობის მაგალითად მოლდოვა და აზერბაიჯანი გამოდგება. ამასთან დაკავშირებით ტაბულას ჟურნალისტი მას დაუკავშირდა, ჰკითხა ცუდ დროს ხომ არ აწუხებდა, აუხნა რომ შეკითხვა ჰქონდა მასთან, ზურაბიშვილი დათანხმდა ეპასუხა (ეს ყველაფერი ჩანაწერში ისმის) და ისაუბრეს. ამ საუბარში გაირკვა, რომ პატივცემული პოლიტიკოსი ერთობ გაუთვითცნობიერებელია რეგიონის საკითხებში.

ზურაბიშვილმა სირცხვილის დასაძლევად ერთობ უღირსი გზა აირჩია - ჟურნალისტი დაადანაშაულა ეთიკური ნორმის დარღვევაში, ამტკიცებდა, რომ მას ეგონა ჩვენ მისი რჩევა გვჭირდებოდა (?!) და მის პასუხს არ გამოვაქვეყნებდით :)", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ამ პოსტის გამოქვეყნებამდე თამარ ჩერგოლეიშვილმა "ქართული ოცნების" წევრის გია ჟორჟოლიანის შესახებ გამოაქვეყნა პოსტი, რომელმაც დავით ზურაბიშვილის უკმაყოფილება გამოიწვია.

"ქართული ოცნების" პირველი ათეულის წარმომადგენელი, გია ჟორჟოლიანი ტაბულას ჟურნალისტს, სალომე უგულავას ჯერ დათანხმდა კომენტარზე, შემდეგ რომ გაარკვია ტაბულადან იყო, უარი უთხრა. სალომე მიზეზით დაინტერესდა, ჰკითხა ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევაში ხომ არ შეუმჩნევივართ, ან მისი ციტატა ხომ არ დაგვიმახინჯებია, ან არაეთიკურად ხომ არ მოგვიხსენიებია.

ამაზე გია ჟორჟოლიანმა უპასუხა, რომ ტაბულას იდეოლოგიას არ ეთანხმება. (ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევაში ცხადია ვერ დაგვადანაშაულებდა).

სალომემ ჰკითხა, პოლიტიკური გემოვნების გამო ამბობდა უარს თუ არა, ჟორჟოლიანი დაიბნა და ტაბულას ჟურნალისტს ყვირილი დაუწყო", - დაწერა ჩერგოლეიშვილმა. პოსტს ჩერგოლეიშვილსა და ზურაბიშვილს შორის პოლემიკა მოჰყვა:

დავით ზურაბიშვილი: პირადად მე ისე კარგად დაგადანაშაულებთ, თან ზუსტად მაგ ჟურნალისტს, რომ მზე მაღლა იქნება.

თამარ ჩერგოლეიშვილ: დათო, დღეს თქვენთვის მოვიცალე და ბარემ შენც გირჩევ - ეგ თემა არ აწიო, დაგცინებს ყველა ვისაც ჟურნალისტიკის რამე გაეგება. ასევე დაგცინებს ყველა - ვინც თვლის, რომ პოლიტიკოსმა რეგიონში რა ხდება უნდა იცოდეს, და არ ცოდნის ჟურნალისტზე დაბრალება, სირცხვილია

დავით ზურაბიშვილი: ეგ თემა თქვენ აწიეთ თავის დროზე და დაგცინათ კიდეც ყველამ, ვისაც ჟურნალისტიკის რამე გაეგება.

თამარ ჩერგოლეიშვილ: კი, როგორ არა რა ქენი, დაიმახსოვრე რომ მოლდოვა ნეიტრალურია? დაგეხმარა სალომე? უსუფაშვილმაც კი დაგცინა - იმით ახსნა, ეტყობა თან ვაშლს ჭამდა, თან ფბ-ზე იყო და თან ისე არახუნებდაო ამიტომ მომწონს ყველა დანარჩენთან შედარებით, ეგ კაცი.

დავით ზურაბიშვილი: ახლა რამდენიც არ უნდა ახურო და იიაზვო, ჩემთან მიმართებაში ჟურნალისტური სტანდარტები დაარღვიეთ, ვით ყვითელი პრესის პაპარაცებმა და ეს იცის ყველამ.

თამარ ჩერგოლეიშვილ: მეტს ილაპარაკებ, მეტ სისულელეს იტყვი. რა არის ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა, დარეკვა, კომენტარის თხოვნა და თანხმობის შემდეგ შენი საუბრის გამოქვეყნება?

დავით ზურაბიშვილი: დაარღვიეთ და რა ვქნა ახლა? იმის ნაცვლად რომ მოგებოდიშათ (პრივატულად მაინც), კიდევ შენსას აწვები და კი ბატონო, მიაწექი. ახლა სხვა დროა და მაგიზა კაციშვილი არ დაგიჭერს.

თამარ ჩერგოლეიშვილ: რაზე მოგიბოდიშო, რომ 21 წლის ჟურნალისტი შენზე კვალიფიციური აღმოჩნდა? და "იმ დროს" ვინ დაიჭირეს "მაგიზა"?

დავით ზურაბიშვილი: შენ თუ გოთვერნობა და კვალიფიკაცია გერევა ერთმანეთში, მე რა ვქნა? ადრე კიდევ ფოტოს გადაღებაც სახიფათო იყო, შეიძლება რუსეთის აგენტად ქცეულიყავი თვალსა და ხელს შუა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს