თამარ ჩერგოლეიშვილი - "ჩემი თავი აქაც მომწონს"

თამარ ჩერგოლეიშვილი - "ჩემი თავი აქაც მომწონს"

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომონტაჟს აკრიტიკებს, რომელზეც ჩერგოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილსა და მეუღლე გიგა ბოკერიასთან ერთად არის გამოსახული. ეს არის ცნობილი ფოტო, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის შემდგომ მოვლენებს ასახავს.

"ტრაგიკული მოვლენის კარიკატურად ქცევა, არ ვფიქრობ რომ მისასალმებელია, თორემ ჩემი თავი - აქაც მომწონს", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ფოტომონტაჟზე გაკეთებულია წარწერა "ახალი ეროვნული მოძრაობა, ეროვნული მოძრაობის სათავეებთან...". ფრაზა 19 აპრილის აქციის გამოძახილია, როდესაც ყოფილი პარლამენტის შენობასთან მიტინგზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა: "დღეს აქ იბადება ახალი ეროვნული მოძრაობა, ახალი ოპოზიცია, ახალი ევროპული საქართველო".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს