ჰამბურგერი 14 წელი "ინახება"

ჰამბურგერი 14 წელი "ინახება"

ამერიკაში იუტას შტატში მცხოვრებმა დევიდ უაიპლმა კვლევა ჩაატარა - McDonald's-ის ჰამბურგერი 14 წელიც კი არ კარგავს იერს.

დევიდმა ჰამბურგერი McDonald's-ში 1999 წელს იყიდა და მეგობრებს განუცხადა, რომ რამდენიმე თვით შეინახავდა და დააკვირდებოდა, გაფუჭდებოდა თუ არა. თუმცა რამდენიმეთვიანი ექსპერიმენტის შემდეგ ყველას და მათ შორის დევიდსაც ჰამბურგერის არსებობა გადაავიწყდათ და სწრაფი კვების რესტორნის პროდუქტი წლების განმავლობაში ქურთუკის ჯიბეში ინახებოდა. რამდენიმე თვის წინ დევიდის მეუღლემ შემთხვევით ძველი ქურთუკი და მის ჯიბეში ჰამბურგერი აღმოაჩინა.

"ბურგერს არც ობი და არც უცნაური სუნი აქვს. ისე გამოიყურება, თითქოს ახალი შეძენილია. ეს ჩემი შვილიშვილებისთვის ძალიან კარგი მაგალითია, იქნებ ახლა მაინც დაანებონ თავი ფასტ-ფუდის პროდუქტებს", - განაცხადა დევიდმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, შარშან ჟურნალისტების ყურადღება კანადელმა, პროფესიით დიეტოლოგმა მელანი ჰესკეტმა მიიპყრო. მელანიმ ჩისბურგერი 1 წლით შეინახა. პროდუქტი არ დაძველებულა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ასევე: "ჩისბურგერი" ერთი წლის მანძილზე "ინახება"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს