ექიმები კვირაში მხოლოდ ორჯერ დაბანას გვირჩევენ

ექიმები კვირაში მხოლოდ ორჯერ დაბანას გვირჩევენ

ხშირად დაბანა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, განსაკუთრებით ისეთი პოპულარული საშუალებების გამოყენებით, როგორიცაა თხევადი საპონი. ამის შესახებ ებრაელმა სპეციალისტებმა განაცხადეს. ექიმ რახელ ლუცატის თქმით, ზაფხულშიც კი კვირაში მაქსიმუმ 2-3-ჯერ არის სასურველის შხაპის მიღება.

როგორც ექიმი ლუცატი აღნიშნავს, განსაკუთრებით არ არის რეკომენდებული თავის ყოველდღიურად დაბანა. სპეციალისტის თქმით, დასავლეთში დამკვიდრებულ ჰიგიენის სტანდარტებს (მაგალითად, შხაპის ყოველდღიური მიღება) უპირატესად არა სამედიცინო, არამედ სოციალური მიზეზები უდევს საფუძვლად.

სინამდვილეში ტანის ყოველდღიური დაბანა, მით უფრო საპონი ხსნარების გამოყენებით, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სულაც არ არის. საქმე ისაა, რომ ხშირი დაბანის დროს კანის საფარში მჟავისა და ტუტის ბალანსი ირღვევა, რაც კანის გამოშრობას იწვევს, გარდა ამისა, სხეულს სცილდება ბუნებრივი "საცხი", რაც კანს სოკოსა და ბაქტერიებისგან იცავს.

კანზე ყველაზე უარყოფით გავლენას თავად დასაბანი თხევადი საშუალებები ახდენს, რომელთა ბოლომდე ჩამობანაც ადვილი არ არის. არსებობს მეცნიერული კვლევები, რომელთა თანახმად, კანის ზედა შრის მუდმივი ჩამობანვით ზიანდება ზონა, რომელიც D ვიტამინის სინთეზზეა პასუხისმგებელი, რაც ორგანიზმში მის დეფიციტს იწვევს.

ექიმ ლუცატის თქმით, ჯანმრთელობისთვის უმჯობესია შხაპი კვირაში მხოლოდ ორჯერ მიიღოთ, ყოველდღიურად კი ლოკალური ჰიგიენური პროცედურების შესრულება არის რეკომენდებული.

მომზადებულია newsru.co.il-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს