უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის თაობაზე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კომენტარებს აკეთებს.
"ივანიშვილმა გამოსვლისას ახსენა, რომ ჩვენი მიზანია, ავტორიტარული ინსტიტუტების რეფორმაო. ევროპელი დეპუტატების გაკვირვებას საზღვარი არ აქვს!"
"ივანიშვილი ფრანგულ თარგმანში (ქართული არ მომისმენია სამწუხაროდ): აქ მოსვლამდე, რა თქმა უნდა, წავიკითხე ევროპის ისტორია."
"ჯერ-ჯერობით პრემიერ-მინისტრი თავს იმით იწონებს, რომ რუსებთან დიალოგს აწარმოებს, ქართული პროდუქცია უკვე გადის რუსულ ბაზარზე და რომ ის არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას."
"იძულებული იყო ეთქვა, რომ არ აპირებს მისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში უკან დახევას. საქართველო ამითაც არის პარადოქსული ქვეყანა. ისეთი პრემიერ-მინისტრი ავირჩიეთ, რომელსაც საკუთარ მოხსენებაში უწევს ამის მტკიცება!"
"უკვე მესამედ უმეორებს ევროსაბჭოს დეპუტატებს, შეცდომაში ხართ შეყვანილი ცალმხრივი ინფორმაციის წყალობითო! ისევ გაურკვეველი ღიმილები დარბაზში."
"რუსეთის დელეგაცია აკრიტიკებს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის არსებობას საქართველოში და მოითხოვს მის ცვლილებას.
პასუხი: თარგმანი ვერ გავიგეო და სრული გაურკვეველი აბდა-უბდა."
"საოცარი თარჯიმანი ჰყავთ წარმოყვანილი ქართულ-ინგლისურში. უკვე მერამედედ ავიწყდება პასუხების თარგმნა და დარბაზში გაურკვევლობაა. ესეც ვინმეს ბიძაშვილი იქნება ალბათ."
"რუსეთის დელეგაცია უკმაყოფილოა გაურკვეველი პასუხით ოკუპირებული ტერიტორიების კანონის ცვლილებებზე. პრემიერ-მინისტრი იძულებულია, მიუბრუნდეს საკითხს. თავს იმართლებს, მე კი მინდოდა, რომ შემეცვალა კანონი და ჯარიმები შემომეტანა და მზად ვარ, მაგრამ ოპოზიცია ღია კარს ამტვრევს და არ მაძლევს საშუალებასო. სირცხვილი!"
"ივანიშვილი პუშკოვს პასუხობს, რომ თანახმაა აფხაზეთის და ოსეთის დელეგაციები, საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდნენ ევროსაბჭოს მუშაობაში, თუმცა აღნიშნავს, რომ ისინი საქართველოს შემადგენლოობაშია!!!!!
ეს მაშინ, როდესაც დიდი ხანია, რუსეთი ამ საკითხს აყენებს, ერთადერთი მიზნით, რომ მოხდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღირებისკენ მიზანმიმართული გეგმის განხორციელება. აფხაზეთის და ოსეთის დელეგაციებისთვის ნებისმიერი სტატუსით ევროსაბჭოში მონაწილეობა იქნება სწორედ მათი აღიარებისკენ გადადგმული შეუქცევადი და სავალალო ნაბიჯი!!!!!!"
"ხიდაშელს დიდი წითელი ბარათი ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან რეგლამენტის დარღვევისა და არაცივილიზებული ქცევისთვის."
"უკვე მეხუთედ ეუბნება, რომ მთელი ევროსაბჭო შეცდომაშია შეყვანილი და მის მიერ მიღებული რეზოლუციები არის სიცრუე."
"კითხვა დაუსვეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს: როგორია თქვენი ქვეყნის პოზიცია მაგნიცკის საქმესთან დაკავშირებითო?
პასუხი: არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჩემს ქვეყანაში სააკაშვილის სისხლიანი, ავტორიტარული რეჟიმი იყოო. ხოლო რაც შეეხება უკრაინას (!!!), არ არის მიღებული მეზობლების გაკრიტიკებაო.
ვაიიიი!!!!" - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

ასევე იხილეთ: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ბიძინა ივანიშვილს კითხვა ჩიორა თაქთაქიშვილზეც დაუსვეს