პრინც ჰარის გოგონები - ახალი წვრილმანები მონარქის ცხოვრებიდან

პრინც ჰარის გოგონები - ახალი წვრილმანები მონარქის ცხოვრებიდან

მას შემდეგ, რაც პრინცი უილიამი დაქორწინდა, პლანეტის ყველაზე სასურველი სასიძოს ტიტული მის ძმა ჰარის გადაეცა. ჟღალთმიანი პრინცი მთელ მსოფლიოშია განთქმული მხიარული ხასიათითა და სასიყვარულო თავგადასავლებით.

ამ დღეებში დიდ ბრიტანეთში გამოვიდა ბიოგრაფ კრის ჰატჩინსის ახალი წიგნი, რომელიც დედოფლის შვილიშვილის პირად ცხოვრებას ეძღვნება და დიდი ადგილი ეთმობა ჰარის გოგონებს.

დღესდღეობით პრინც ჰა­რის ოფიციალური შეყვარებული 24 წლის კრესიდა ბონეა. გრძელფეხება მოდელი მონარქის გემოვნებაში ჯდება: ქერაა, მოხდენილი და კოხტა. თუ პრინც ჰარის მეგობრის ინფორმაციას ვენდობით, რო­მლის სახელიც არ ცხადდება, კრესიდა სამეფო ოჯახსაც მო­სწონს, რადგან კარგად აღზრდილია და შეეფერება მონარქის ცოლის როლს. 27 წლის ჰარისგან ბევრი ელოდება გადამწყვეტ ნაბიჯს - დროა, ოჯახი შექმნას. თუმცა თავად პრინცი ჯერ არ აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას.

რატომ არ ჩქარობს ჰარი? ერთ-ერთი ვერსიით, მას დღემდე უყვარს თავისი ყოფილი გოგონა ჩელსი დევი. "მე მგონია, რომ ისევ უყვართ ერთმანეთი. არ გამოვრიცხავ, ისევ ერთად იყვნენ და იქორწინონ კიდეც", - აგრძელებს თხრობას უცნობი წყარო. თვით ჰარიც ადასტურებს ამ სიტყვებს - ერთ-ერთ ინტერვიუში ჩელსის "მთელი თავისი ცხოვრების სიყვარული" უწოდა.

პრინცისა და წარმატებული ბიზნესმენის ქალიშვილის რომანი ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო. თავდაპირველად მხოლოდ მეგობრობდნენ, მერე კი შეხვედრები დაიწყეს და მათი ურთიერთობა რამდენიმე წელს გრძელდებოდა. ხან შორდებოდნენ, ხან ისევ რიგდებოდნენ. უილიამის ქორწინების შემდეგ კი ჩელსიმ ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა: "ასეთი ცხოვრება საჩემო არ არის", რითაც წერტილი დაუსვა ჰარისთან რომანს.

თვით ჰარი იმაზე ჩივის, რომ პრინცის სტატუსი არ ეხმარება, პირიქით უშლის კიდეც მეორე ნახევრის პოვნაში: "ბევრი გოგო ამბობს: "ო, პრინცი! არა, გმადლობთ..." - აღნიშნა ჰარიმ, - მე იმას კი არ ვეძებ, ვინც უბრალოდ ოფიციალურად შეასრულებს პრინცესას მოვალეობებს, რაღაც მეტი მინდა..."

ამ "ერთადერთის" პოვნა დიდი ხანია გრძელდება და ამასობაში პრინცმა რამდენიმე გოგონას გამოცვლა მოასწრო. მაგალითად, ერთი მათგანი იყო მოდელი ფლორენს ბრიუდენელ-ბრიუსი, რომელიც იტონში სწავლის დროს უყვარდა. რამდენიმე თვე გაატარეს ერთად და მერე ჰარის ინიციატივით დაშორდნენ. მისი კიდევ ერთი ექსშეყვარებული იყო მსახიობი და მოდელი კაროლინა ფლეკი - ერთ-ერთი იშვიათი შავთმიანი პრინცის მეგობარი გოგონების სიაში.

Daily Mail

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს