ახალციხის ბიბლიოთეკაში წიგნები ლპება

ახალციხის ბიბლიოთეკაში წიგნები ლპება

ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის წიგნების ნაწილი, რომელიც ამ დრომდე სარდაფშია მოთავსებული, ნადგურდება. საჭიროა დანესტიანებული წიგნების გამოშრობა და სპეციალური ხსნარებით დამუშავება. აღნიშნული სამუშაოები სანეპიდსადგურის წარმომადგენლებმა უნდა ჩაატარონ. ეს სამსახური კი ახალციხეში არ არის, ამიტომ მისი თბილისიდან ჩამოყვანა გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება.

განადგურების საფრთხე ემუქრება ახალციხეში, მუზეუმთან არსებული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წიგნებსაც. ახალციხის ციხის დემონტაჟის დროს ბიბლიოთეკიდან წიგნები დროებით ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარდაფში გადაიტანეს და ამ დრომდე იქ ინახება. მანამ, სანამ სანეპიდსადგური დედაქალაქიდან ახალციხეში ჩავა, სარდაფში ათასობით წიგნი ფუჭდება.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა