კომპანია Facebook-მა კომპანია HTC-ის დახმარებით საკუთარი სმარტფონი შექმნა. "ფეისბუქფონი" გაყიდვაში აშშ-ში უკვე ჩაეშვა.
სმარტფონს საკმაოდ მოკრძალებული ტექნიკური მახასიათებლები აქვს, მისი მთავარი ფუნქცია აპლიკაცია Facebook Home-ია, რომლის წყალობით სოციალურ ქსელში მიმოწერა, სტატუსების კომენტირება და განახლების ნახვა ძალიან მარტივად და სწრაფად შეიძლება.
განსაკუთრებული ადგილი ეთმობა Instagram-ის პროგრამას.
"ფეისბუქფონი" სულ რაღაც 99,99 დოლარი ღირს. მას მიმზიდველი ფერთა სპექტრიც აქვს - იგი შავი, თეთრი, ცისფერი და წითელი ფერის არის. აპლიკაცია Facebook Home კი Android-ის ბაზაზე სხვა ტელეფონებისთვისაც ხელმისაწვდომია.
მომზადებულია yes.com-ის მიხედვით.